ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის 1147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 690 ადამიანი

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1147 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 690 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 311 457-ს შეადგენს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 291 457-მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით 20 პირი გარდაიცვალა. ვირუსს დღემდე ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.

 

 

 

იტვირთბა....