ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე: თბილისის მერის არჩევნებზე ლელოს საკუთარი კანდიდატი ეყოლება

თბილისის მერის არჩევნებზე ლელო საქართველოსთვის  საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ პარტიას თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ღამის კურიერში განაცხადა. ხაზარაძის თქმით, მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განხილულა. როგორც მან აღნიშნა, ის მომხრეა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ახალი სახეები გამოჩნდნენ.

“ვფიქრობ, რომ ახალი სახეები უნდა იქნას წარმოჩენილი ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც. ჩვენი ფორმულა უნდა იყოს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში და უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციასაც შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი,” – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე აზრთა სხვადასხვაობაა. სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, თბილისის მერის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება.

იტვირთბა....