aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00-დან 04:00 საათამდე იმოქმედებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, დღეს, პირველ მაისს 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით.

ღიბრაძის თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით, დაწესდა აკრძალვა. 4 მაისის შემდგომ დღეებში კი, ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ, გავიდნენ საფლავზე.

ამასთან, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც, საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

 

იტვირთბა....