დიდ დიღომში წვიმამ სახლები დატბორა. წყალმა დაფარა მანქანებიც. ადგილობრივი დახმარებას ითხოვენ. სახლების დატბორვის ვიდეოებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცლებენ.
დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამ დროისთვის 20-მდე სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
“ქალაქ თბილისის მასშტაბით 100-მდე შეტყობინება შემოვიდა დატბორვასთან დაკავშირებით. ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია”,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.