aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: გიდასტურებთ, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძეს განიხილება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად კახა კალაძეც განიხილება.  მისი თქმით, ამ საკითხზე განცხადებები უახლოეს პერიოდში გაკეთდება, როცა გუნდი საბოლოოდ შეჯერდება.

„უმრავლესობაში რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ- დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას“ – თქვა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ამ საკითხზე ოპოზიციაში ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.

იტვირთბა....