ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის საელჩო რუსეთში მხოლოდ საგანგებო ვიზებს გასცემს

აშშ-ის საელჩო მოსკოვში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც იუწყება, რომ საკონსულო სერვისები შეიზღუდება და ამერიკის ვიზები მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს გაიცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შეზღუდვა დიპლომატიურ ვიზებს არ შეეხება.

ამერიკის საელჩო, ასევე თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ მათ ვიზებს ვადა გასდის, ქვეყანა 15 ივნისამდე დატოვონ.

შეგახსენებთ, რუსეთმა გასულ კვირას “არამეგობრული ქვეყნების” სია შეადგინა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებთან ერთად, საქართველო, უკრაინა, ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნებიც მოხვდნენ.

იტვირთბა....