პარტია მოქალაქეების წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თუკი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციის მერობის კანდიდატი იქნება, პარტია მას მხარს არ დაუჭერს. მისივე თქმით, ოპოზიციაში რა პროცესები მიდის მისთვის უცნობია.
„არ ვიცი, ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, ხან ერთად არიან, ხან იყოფიან, ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე. ერთადერთი ის ვიცი, რომ თუ ნიკა მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება“, – განაცხადა იოსელიანმა.
sტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ “მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თბილისის მერობაზე.”