ხუთი ადამიანია დაკავებული ამერიკელი მომრერლის ლედი გაგას ორი ფრანგული ბულდოგის გატაცებისათვის.
თებერვალში, თავდამსხმელებმა ძაღლების მომვლელს, რაიან ფიშერს ესროლეს და ძაღლები გაიტაცეს. რაიან ფიშერი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. ამჟამად ის კარგად გამოჯანმრთელდა და ჰოსპიტალი დატოვა.
ლოს-ანჯელესის პოლიციამ ეჭვმიტანილები იპოვა. დაკავებულები არიან სამი ადამიანი, 18 წლის ჯეიმს ჯეკსონი, 19 წლის ჯეილინ უაითი და 27 წლის ლაფიეტ უელი. გამოძიება მათ მკვლელობის მცდელობასა და ყაჩაღობას ედავება. ასევე, ამასთან, დაკავებულია ჯეილინ უაითის მამა, 40 წლის ჰაროლდ უაითი და 50 წლის ჯენიფერ მაკბრაიდი. მათ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობა ედებათ ბრალად.
დაკავებულები გამოძიებასთან ამბობე, რომ მათ არ იცოდნენ ეს ლედი გაგას ძაღლებს თუ იყვნენ. პოლიციის მტკიცებით, მათი მოტივი ძაღლების მოტაცება და გაყიდვა იყო და მათ ჰქონდათ ინფორმაცია ლედი გაგას შინაური ცხოველების ჯიშებზე.