პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. მის დამტკიცებას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, 24 აპრილს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა 27 აპრილს აირჩიეს.
მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 6-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.