დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 30 აპრილისათვის, ჯამურად ჩატარდა 45 338 აცრა.
სრულად კი ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 1,1 მილიარდზე მეტი ვაქცინაა გაკეთებული.
ბლუმბერგის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 7,2 %.
საქართველოში აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქქები booking.moh.gov.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ ან დარეკონ ნომერზე 1522.