Game of Thrones -ის პრიქველის, ანუ წინასწარი ისტორიის გადაღება დაიწყო. HBO -ს პრდიუსერმა დაადასტურა, რომ ფილმის წინაისტორიის გადაღებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.
გავრცელებული ცნობებით გადაღებები დიდ ბრიტანეთში, კორნუელში მიმდინარეობს. სოციალურ ქსელსა და მედიაში გამოჩნდა სერიალის გმირების კოსტუმირებული ფოტოებიც.
ახალი ნაწილი ტარგარიანების ოჯახის შესახებ მოგვითხრობს და Game Of Thrones-ში ნაჩვენებ ეპოქამდე, 300 წლით ადრე განვითარებულ მოვლენებს შეეხება.
ფილმის ეს მონაკვეთი ჯორჯ მარტინის 2018 წელს დაწერილ წიგნს “ცეცხლი და სისხლი” დაეფუძნება.
HBO- ს განცხადებით, მაყურებელი ფილმს 2022 წელს იხილავს.