საქართველოში კორონავირუსის 1476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 090 , პისიარტესტით – 16 805.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო 7 დღის – 4,85%.