რელიგიურ დღესასწაულზე ისრაელში ჭყლეტვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ალ ჯაზირა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რელიგიურ დღესასწაულზე, რომელიც მთა მერონზე ყოვლეწლიურად იმართება, ათასობით პილიგრიმი შეიკრიბა. ხალხმრავლობას ჭყლეტვა მოჰყვა, რის შედეგადაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა. ასობით კი დაშავდა.
ტრაგედიას გამოეხმაურა ისრაელის პრემირმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მომხდარს “უმძიმესი ტრაგედია” უწოდა.
“ჩვენ ყველანი ვლოცულობთ ტრაგედიის დროს დაღუპულებისათვის”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების მანქანები და ვერტმფრენები. მძიმედ დაშავებულები თელ-ავივისა და იერუსალიმის საავადმყოფოებში გადიყვანეს.