დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 30-ე წლისთავს აღნიშნავს.
30 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ამის საფუძველზე ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.