ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დიდი ხუთშაბათის ქადაგებაში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ეხმაურება და ამბობს, რომ ვირუსი იმ ხალხისგან არ გავრცელებულა, ვინც ეკლესიაში წირვებს ესწრებოდა.
მისი თქმით, რომ მოწოდება ხალხისთვის, ეკლესიაში არ წახვიდე, თორემ ვირუსი გავრცელდება, სულიერი წარწყმედისკენ მოწოდებაა.
“ფაქტობრივად საომარი სიტუაციაა, იცით, რომ შარშან ამ დროს ამაყად იძახოდნენ ზოგიერთები, რომ არ მივდივართ ეკლესიაში, დავრჩეთ სახლში, როცა ერში პირველი კაცი ხარ, შენდობას ვითხოვ და მასეთი ბოროტება არ უნდა იძახო. თუ არა გწამს გაიწიე გვერდზე და წადი, თუ მორწმუნე ხარ მით უმეტეს მასეთი სისულელე არ უნდა თქვა და ხალხს შენ, თუ არ გინდა ცხონება ხალხსაც არ უნდა მოუწოდო წარწყმედისკენ.
ჩვენ ყოველთვის მკაცრი ვიქნებით ნებისმიერის მიმართ, რომელიც შეეხება ჩვენს სარწმუნოებას, ვინც არ უნდა იყოს ის, ეგ ვიცოდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. უფალმა, როგორ ინება შარშან დავდიოდით და ეკლესიიდან საერთოდ გავრცელება არ ყოფილა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით ღმერთისგან გაფრთხილებული ვიყავით. მასე ბოლომდე თუ არ დავიცავდით, საზღვრების ჩაკეტვა უშველიდა? ახლა რატომ ვრცელდება ხო. გავხსენით საზღვრები, თუ რას ვაკეთებთ.
ღმერთმა დაგვიფარა მაშინ და მერე ჩვენი ცუდი საქციელების გამო იმოდენა სიკვდილიანობაც ვნახეთ და დღესაც ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ, რომ ეს ფაქტიურად ახალი მსოფლიო ომია, ახალი წესები მყარდება. ხო ხედავთ ხალხის დაშორებაზე მიდის საუბარი. ყველანი, რომ სახლებში შევიდნენ რამოდენა პრობლემა შეიქმნა”, – ნათქვამია ქადაგებაში.