ახალი ამბები მთავარი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

“ვეწვიეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ოძისის რაიონში. რუსეთის მხრიდან მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტირების მოწმენი გავხდით. მხარს ვუჭერთ EUMM-ს მუშაობას ამ რეგიონში. რუსეთს კი მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა”. – წერია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში 27 აპრილს, ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება.

იტვირთბა....