ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატიანი: ამ წუთისათვის, კლინიკაში არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის

“ჩვენდა სამწუხაროდ, დღესაც ეს სიტუაციაა. თქვენ იცით, რომ კლინიკაში საწოლფონდი იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც შესაძლებელია მოვემსახუროთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა მომართვიანობამ, მაგრამ კლინიკას პაციენტების მისაღებად რესურსი არ ჰყოფნის. მისივე თქმით, ერთი თვის წინ კლინიკის საწოლფონდის მხოლოდ 30% იყო დაკავებული.

“ამ წუთისათვის, კლინიკაში არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის. მართალია, ეს არის პერმანენტული პროცესი და დგება მომენტები, როდესაც გამოჯანმრთელებული პაციენტები ეწერებიან და მის ადგილზე ვიღებთ ახალ პაციენტებს. მაგრამ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ჩვენს კლინიკაში მომართვიანობამ ამ ეტაპზე, არცერთი პაციენტის თავისუფალი საწოლი კლინიკას არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს 40 საწოლი მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისათვის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, ორმოცივე დაკავებულია,” – თქვა ლევან რატიანმა.

იტვირთბა....