ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილს ვიდეოკომპრომატებით ემუქრება

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ცრუ ბრალდების გამო მიხეილ სააკაშვილს  სასამართლოში უჩივილებს. მისი თქმით, უკრაინის პრემიერიც ანალოგიურის გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

,,ვწუხვარ, რომ საზოგადოებას ამ ვიდეოს ყურება მოუწია. ემოციებს ავყევი, მაგრამ ყალბი ადამიანი არ ვარ – თუ ვიღაც შეურაცხყოფას მაყენებს, პასუხს მაშინვე ვცემ.

სააკაშვილს ასეთი მეთოდი აქვს – ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე ბრალდების გაჟღერებას მტკიცებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაში? სააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა“,- განაცხადა არსენ ავაკოვიმ.

ავაკოვი ექსპრეზიდენტს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობაშიც ადანაშაულებს.

,,სააკაშვილს პირადად შევხვდი და მშვიდად ვუთხარი: ბატონო  მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც-მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება – ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შემაქვს და იაცენიუკიც ანალოგიურად მოიქცევა. სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ. ხელისუფლებაში მსგავსი დაპირისპირება სახელმწიფოს ვნებს, მაგრამ პოპულიზმი, რის უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს, ბევრად სახიფათოა“, – განაცხადა არსენ ავაკოვიმ.

იტვირთბა....