ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტიკარაძე: თუ პირბადის ტარებას 95%-მდე ავიყვანთ, კომენდანტის საათი უფრო ადრე მოიხსნება

“თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას 95%-მდე ავიყვანთ, ეს ჩვენ მოგვცემს იმის გარანტიებს, რომ უახლოეს მომავალში საბჭომ, ჩემი ინიციატივით, დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ და კომენდანტის საათი რაც შეიძლება ადრე მოვხსნათ”, – ასე უპასუხა ჯანდაცვმის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეკითხვას ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ.

მინისტრმა ხვიჩიას თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული ინიციატივის სრულყოფაში თავადაც დაეხმაროს.

“თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერი, ბატონო იაგო, თქვენ გეხერხებათ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და დაგვეხმარებით ამაში, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ თავისუფლების აღდგენაში”, – თქვა ჯანდაცვმის მინისტრმა.

ცნობისათვის, დღეს საკანონდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

იტვირთბა....