“დოკუმენტში ცხადად და გარკვევით წერია, ამნისტია უნდა შეეხოს 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულებს და ყველა დანაშაულს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტია ცხადად და გარკვევით არის განმარტებული. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ამნისტია არ შეეხება იმ დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციას ეწინააღდმდეგება.
“ამიტომ ჩემთვის ყველაფერი მარტივი და გასაგებია. უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ჯგუფმა, რას აწერს ხელს და რომ მოაწერს, მერე უკვე აღარ უნდა გადათქვას,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისათვის, გიორგი რურუა პრეზიდეტმა შეიწყა და მან საპატიმრო 27 აპრილს დატოვა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.
ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.