[su_quote]ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს გარკვეულ კატეგორიებზე, ინვალიდებს სახელმწიფო აძლევს კომპენსაციას, დანამატს. აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანი გადის პენსიაზე, ეს ინვალიდი ადამიანი, მას ეუბნებიან, გინდა პენსია აიღე და გინდა ეს დანამატიო. ცხადია, ყველა პენსიას თანხმდება და პენსიაზე გასულ ინვალიდს ინვალიდობის ფული აღარ ეძლევა. ვეღარ იღებს, იმიტომ, რომ არჩევანის წინაშე დგება. ჩემთვის გაუგებარია, არ შეიძლება, რომ პენსიაზე გასვლის მერე ამ ადამიანებს შეუნარჩუნდეთ ეს საინვალიდო თანხა?[/su_quote]
ევროპელი სოციალისტების წევრმა დავით ზილფიმიანმა შშმ პირებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი ტერმინი გამოიყენა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კითხვის დასმის დროს მათ ინვალიდი უწოდა.