ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. ამ შეკრებაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამნისტიის საკუთარ ვერსიას დაარეგისრტირებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.
სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, მოუწოდა ხელს ნუ შეუშლიან მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმებას.
“აქ ვიკრიბებით არა მხოლოდ ამნისტის პროექტზე სასაუბროდ, არამედ ვიკრიბებით შარლ მიშელის დოკუმენტის გათვალისწინებული ყველა იმ ცვლილების და ვალდებულების შესრულების ორგანიზებისთვის, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიულად და სწრაფად ხელისუფლების ცვლილებას. რაც შეიძლება მალე ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პირობებით, დემოკრატიულად ჩამოვაშოროთ ქართული ოცნება ხელისუფლებას, ვგულისხმობ ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას.
მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვინც ხელი არ მოაწერა დოკუმენტის შეთანხმებას, თუ არ ეთანხმებიან ამ პროცესს, ხელს მაინც ნუ გვიშლიან იმ განცხადებებით, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.
რაც შეეხება დოკუმენტს, განსხვავევა არის ინტერპრეტაციასტან დაკავშირებით. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ფართო ინტერპრეტაცია გააკეთოს დოკუმენტის და გამონაკლისი დააწესოს, ვისზე არ გავრცელდება და გაავრცელოს მთელ კოდექსზე. ჩვენ ვცდილობთ მხოლოდ იმ მუხლებზე გავრცელდეს, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე”, – თქვა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან.