აი ია-ს დამფუძნებელმა, მომღერალმა (უცნობი) გია გაჩეჩილაძემ დღეს ბრიფინი გამართა, სადაც ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის ფაქტზე დაკავებული პირების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. გაჩეჩილაძე მათი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
“დღეს, ქვეყანას სამი პოლიტ-მედიაპატიმარი ჰყავს! ელექტრონული ხელმოწერით დავუდგეთ თავდებში ვახო სანაიას საქმეზე უსამართლოდ დაჭერილ ბიჭებს: გიორგი სახელაშვილს, ვაჟა გიგაურს და სულიკო საყევარაშვილს”, – თქვა გაჩეჩილაძემ.
ცნობისათვის, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი), აქცია დააანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.
შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.