საზოგადოება

5 მიზეზი თუ რატომ ვერ თხოვდებით…

ოჯახის შექმნის პრობლემა ბევრს უდგას, და არა მხოლოდ საქართველოში. მიუხედავად მენტალური და ტრადიციული განსხვავებებისა, ადამიანები მაინც ერთნაირები ვართ მთელ მსოფლიოში, ერთნაირად გვიყვარს თუ გვძულს. სწორედ ამიტომ, ოჯახის ვერ შექმნის მიზეზიც მსოფლიოში ყველას საერთო აქვს. მათ შორის წარმოგიდგენთ რამდენიმეს, რომელიც უფრო ხშირად ხვდებათ ფსიქოლოგებს. თუ  საკუთარ თავს ამ ჩვევებს აღმოუჩენთ, ეცადეთ სასწრაფოდ მოიშოროთ. შეიძლება სწორედ მათ გამო ვერ ქმნით ოჯახს.

მიჩვევის შიში

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ოჯახის ვერ შექმნის ერთ-ერთ მიზეზად მიჩვევის შიში სახელდება. ეს გულისმხობს იმედგაცურების შიშს. „არ მინდა მიეჩვიო, ყველა ერთნაირია“… თანამედროვე ადამიანების მარტოობის მიზეზი ხშირად სწორედ ეს არის –  შიში, რომ შეიძლება გული ატკინონ. არადა, როგორც ყველაფერი, გრძნობაც რისკის გარეშე არ მოდის.

ზედმეტად უკარებ ხართ

თავდაჭერლობა ცუდი ჩვევა არ არის, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. დასაწყისში, თქვენმა ამ თვისებამ თაყვანისმცმელი შეიძლება დააინტერესოს კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი შანსია, რომ ის წავიდეს. ამის მიზეზი კი თქვენი სიცივე იქნება. უმჯობესია ისწავლოთ ნაბიჯის გადადგმა და აგრძნობინოთ რაინდებს ყურადღება.

წარსულს არ უშვებთ

ეს ბუნებრივი და ადამიანური მოვლენაა, ხშირად გვიჭირს წარსულის დათმობა, მითუმეტეს მისი უარყოფა. და თუ თქვენ წარსულში გულის ტკენა მიიღეთ, ეს უფრო მეტად გაძლევთ საშუალებას, რომ უარი თქვათ ახალ ურთიერთობებზე. მაგრამ ეს უბრალოდ მომავალზე უარის თქმაა. თუ თავად ვერ ახერხებთ წარსულის დავიწყებას და ეს ხელს გიშლით მომავალზე ფიქრში, აუცილებლად მიმართეთ ფსქიოლოგს, სპეციალისტს, ვისაც შეუძლია დახმარება.

თქვენ კვლავ აგრძელებთ არაფრისმომტან  ურთიერთობებს 

საკმაოდ ხშირად ის ურთიერთობებია ხელისშემშლელი, რომელთაც უბრალოდ ვერ წყვეტთ, არადა კარგად იცით, რომ არაფრის მომტანია. ამერიკელი ფსიქოლოგი ლევაინი  ასეთ შემთხვევებს ხშირად შეხვედრია და მას პირდაპირ „სულელურ მაგალითებს“ უწოდებს. თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, დაოჯახდეთ, განვითარდეთ-მოიშორეთ ურთიერთობები, რომლებიც თქვენთვის არაფრის მომტანია.

ემოციებზე მეტ აქცენტს აკეთებთ 

თუ თქვენ გსურთ ურთიერთობა მუდმივად  დრამას, ემოციებს, კამათს, ცრემლებს, სიყვარულის საჯარო ახსნებს და ა.შ. შეიცავდეს, იპოვით სწორედ ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სპექტაკლს შემოგთავზებთ. მაგრამ ხანგრძლივი, მყარი ურთიერთობები სპექტაკლს არ ჰგავს. სანამ დროს დრამებზე ხარჯავთ, შეუმჩნეველი გრჩებათ მამაკაცები, რომლებიც მზად არიან გულწრფელი და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის.

                                                                                                                                                                წყარო: რეიტინგი

იტვირთბა....