პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, ჯერ ადრეა მის ნეიტრალურობაზე საუბარი და ამას დრო აჩვენებს.
“მე არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული, ხოლო კითხვა თუ რამდენად ნეიტრალური ვიქნები, ამას, ალბათ, გვაჩვენებს საქმე და თქვენ თვითონ შეაფასებთ შემდეგ, რამდენად შევძლებ მე ამ როლის მორგებას, რომ ვიყო ნეიტრაული და შევძლო ბალანსის დაცვა”,- ამბობს კუჭავა.
ცოტახნის წინ დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. კუჭავას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 6-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.