ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ტექნოლოგია

ტესლამ ბიტკოინის ნაწილი გაყიდა – კომპანიის მოგება რეკორდულ ნიშნულზე ავიდა

ელონ მასკის ტესლამ წელი რეკორდული მოგებით დაიწყო.

ეს კომპიუტერული ჩიპების წარმოებში შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად მოხდა, რაც გლობალურ ბაზარსაც შეეხო. მასკის თქმით, კომპანიამ ეფექტურად შეძლო წარმოების პროცესის შენარჩუნება და გაგრძელება.

ბოლო კვარტალში, ამ მოგებას დაემატა ტესლას კრიპტოვალუტის აქტივების ნაწილის გაყიდვა. იანვარში, დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ციფრული აქტივის ყიდვიდან, რამდენიმე თვის შემდეგ კომპანიამ ბიტკოინის დაახლოებით 10%-ის გასხვისება მოახდინა.

წლის პირველი კვარტლის მოგებამ  438 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. (მ 315 მლნ), რაც გასულ წელთან შედარებით 16 მლნ აშშ დოლარით მეტია. აქ გათვალისწინებულია ბიტკოინის გაყიდვებიც და სხვა პროექტებიც.

ილონ მასკმა განმარტა, რომ ბიტკოინის 10%-ის გაყიდვის მიზანი იმას დადასტურებაა, რომ კრიპტოვალუტა ლიკვიდურია და ეს შესაძლოა ნაღდი ანგარიშსწორების ალტერნატივა იყოს.

 

იტვირთბა....