საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ბატონო კახი! დიდი წუხილით გემშვიდობებით”, – წერს ზურაბიშვილი.
მსახიობი კახი კავსაძე რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. ინფორმაცია მეტრონომს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.
კახი კავსაძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.