ახალი ამბები მთავარი

დავით მათიკაშვილი: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა სურს, ევროკავშირს არუნდა დაელოდოს

ქართული ოცნების წევრმა დავით მათიკაშვილმა ტვ პირველთან ამნისტიის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა სურს, ევროკავშირს არუნდა ელოდებოდეს.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციის არჩეული დესტრუქციის გზა კრახით დასრულდა და საპარლამენტი მუშაობა ბევრად მნიშვნელოვანია.

“რეალურად საქმე შემდეგშია – საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ დესტრუქცია მარცხით დასრულდა. ერთადერთი სწორი გამოსავალია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება – საპარლამენტო მუშაობის განახლება, მეტი პარტია პარლამენტში ის, რაც იყო „ქართული ოცნების“ სურვილი, როცა ჩვენ ერთპროცენტიან ბარიერს ვქმნიდით, რომ პარლამენტი ყოფილიყო მულტიპარტიული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა თანხმობა განაცხადა ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას გირაოს გადახდაზე. ნიკა მელიას განცხადებით, ის თანახმაა ევროკავშირის შუამდგომლობა მიიღოს, თუ უკან გაიწვევენ ამნისტიის კანონს, რის მიხედვითაც 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამართალდაცავებიც გათავიუფლდებიან.

იტვირთბა....