ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მის სამყარო“ ფილიპინელი გახდა, ქართველი ფინალისტებში ვერ მოხვდა (ვიდეო)


.
ლას ვეგასში სილამაზის კონკურსი “მის სამყარო 2015” დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ფილიპინების წარმომადგენელი პინა ალონსო ვურტცბახი გახდა, თუმცა შოუს წამყვანის, სტივ ჰარვის შეცდომის გამო, გვირგვინი 21 წლის კოლუმბიის წარმომადგენელს არიანდე გუტიერეს არევალოს გადასცეს.
მას შემდეგ, რაც კოლუმბიელს თავზე გვირგვინი დაადგეს, ჰარვიმ განაცხადა, რომ ბარათზე გამარჯვებულის სახელი არასწორად ამოიკითხა.
კონკურსი 16 დეკემბერს დაიწყო. მასში 80 გოგონა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი ჯანეტ ქერდიყოშვილიც. თუმცა ის ფინალისტების რიცხვში ვერ მოხვდა. მის სამყაროს შემდეგი კონკურსი 2016 წელს ბუდაპეშტში გაიმართება.

o

იტვირთბა....