ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

NDI:  “ქართული ოცნება” 16%,  “ნაციონალური მოძრაობა” 10%,  “თავისუფალი დემოკრატები” – 7%

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  კველევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, “ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 16% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 %. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას „თავისუფალ დემოკრატებს“ მისცემდა.

გამოკითხულთა 69%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს NATO-ს წევრი მისაღებია. გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.

თუ ამ კვლევებს NDI-ის წინა კვლევებს შევადარებთ, ცვლილება უმნიშვნელოა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, სრულად გამოკითხულთა, 35%-მა არ იცის, 14% არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს, 13% უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე,13% “ნაციონალურ მოძრაობას”, 11% “ქართულ ოცნებას”. 3% პროცენტით არის გაზრდილი „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერთა რიცხვი.

იტვირთბა....