ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

29 აპრილიდან 17 მაისამდე თურქეთი სრულად ჩაიკეტება

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 29 აპრილიდან 17 მაისამდე თურქეთში სრული ლოქდაუნი გამოცხადდება. ეს განცხადება თურქეთი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სამსაათიანი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ანკარაში გააკეთა.

ერდოღანის განცხადებით, ყველა სამუშაო ადგილი შეაჩერებს საქმიანობას შეზღუდვების დროს, გარდა  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაზღვრული შემთხვევებისა.

”ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5 000-ზე ნაკლები უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სფეროში შედეგების წინაშე დავდგებით, ტურიზმიდან დაწყებული ვაჭრობითა და განათლებით დასრულებული”, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, ყველა საქალაქთაშორისო მოგზაურობა დაექვემდებარება ნებართვას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს 50%-იანი ტევადობით..

 

იტვირთბა....