ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: თალაკვაძის კანდიდატურა მერის პოზიციაზე არ განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე არ განიხილება.

მისი თქმით, თუ ვინ იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, გუნდი საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ ვინ განიხილება,  ვის ვაპირებთ, რა მოსაზრებები გვაქვს – ამ საკითხებთან დაკავშირებით, გვექნება სრული და კომპეტენტური ინფორმაცია”, – აცხადებს ვოლსკი.

 

იტვირთბა....