ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სარჯველაძე: შეთანხმება ითვალისწინებს ამნისტიას – მის შეცვლაზე საუბარი არ არის

ქართული ოცნების წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმება ამნისტიის გამოცემას ითვალისწინებს.

როგორც სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა, შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის.

“შეთანხმების შეცვლაზე ამ წუთას საუბარი არ არის. შეთანხმება ითვალისწინებს ამნისტიის გამოცემას. უნდა ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე რამის თქმა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ წეთებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში, ქართული ოცნებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრებენ.

პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება ხვალ უნდა მოხდეს.

იტვირთბა....