ინდოეთში კორონავირუსის ეპიდემიამ ახალი ძალით იფეთქა. ყოველდღიურად ვირუსის რაოდენობა რეკორდულად იზრდება და დღე-ღამის განმავლობაში 300 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. საავადმყოფოები პაციენტებს ვერ აუდიან, დეფიციტურია ჟანგბადის ბალონები და ადგილები პალატებში. ამის შესახებ ალ-ჯაზირა წერს.
როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ ინდოეთში კორონავირუსის ეპიდაფეთქება ახალი შტამის გამოჩენას მოჰყვა. ახალ შტამს, კოდით – B.1.617 „ორმაგი მუტანტიც“ უწოდეს. ის ამ დროისთვის ცნობილ ორ მუტაციას – E484Q-სა და L452R-ს შეიცავს.
E484Q შტამი სამხრეთ აფრიკული შტამისა და ბრაზილიურის მუტაციის შედეგია.
L452R შტამი კი კალიფორნიაში აღმოაჩინეს. ამ მუტაციას, წინასწარი ვარაუდით, უფრო მეტად შეუძლია მიებას ადამიანის ACE2 რეცეპტორს, რაც ვირუსის უფრო სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამებს კორონავირუსის ცილის ფორმირება შეუძლია, ვაქცინის ეფექტიანობის შემცირებას იწვევს.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეზღუდა მიმოსვლა ინდოეთთან, მათ შორის ახალმა ზელანდიამ, ჰონგ-კონგმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. მათ მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ იქ გამგზავრებისგან.
ინდოეთში კორონავირუსის ოფიციალურად დადსტურებული 17 313 163 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 14 304 382, ხოლო გარდაიცვალა 195 123 ადამიანი. ეპიდემიოლოგები სიტუაციას უფრო მძიმედ აფასებენ და აცხადებენ, რომ შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია.