[su_quote]ინდოეთის ხალხი ძლიერი და შეუპოვარია. რაც ახლა ხდება, COVID-ის ინფექციების ახალ ტალღასთან დაკავშრებით, ტრაგედიაა და საქართველო სოლიდარობის ნიშნად, ინდოეთის გვერდით დგას. ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ. აქედან ჩვენ ყველანი ახალი იმედით და ახალი ძალით გამოვალთ[/su_quote]
წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 17 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და აქედან, 195 123 ადამიანი გარდაიცვალა.