ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, კოვაქსიდან უნდა აგვერჩია ვაქცინა

“სამწუხაროდ, ვაქცინები დღეს იქცა პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის იარაღად ძლიერი სახელმწიფოების ხელში, ანუ ვინც ეს ვაქცინები შექმნა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში, გადაცემა ოჯახის ექიმებში განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საქართველომ იმდენი ფული გადაიხადა, რომ წესით კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინა უნდა აერჩია, თუმცა ესე არ მოხდა.

“მეორე პრობლემა  არის სწორედ უსამართლობა ვაქცინების განაწილების მხრივ.არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს, ისრაელი მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი.

კოვაქსი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა.იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, კოვაქსზე არ არის ვაქცინები. ჩვენ იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, კოვაქსიდან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, იმიტომ, რომ კოვაქსზე არაა ვაქცინები“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

 

იტვირთბა....