დიღომში, ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების მიხევით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქმარი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ-მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. კვალის დაფარვის მიზნით, მან ცხედრები საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.