სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. მიზეზი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ამის შესახებ სომხური პრესა იუწყება.
ფაშინიამა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება 18 მარტს, ქვეყნის პრეზიდენტთან და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან დისკუსიების საფუძველზე მიიღო.
”20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, დღეს მე ვტოვებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას”, – თქვა პაშინიანმა ვიდეო-მიმართვისას.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება. მასში კანდიდატურას ნიკოლ ფაშინინანიც წარადგენს.