თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, ევროპის ჩემპიონი გახდა.
დათუნაშვილი საქართველოს სახელით მას შემდეგ აღარ ასპარეზობს, რაც მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
2019 წლის 11 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა – მან დათუნაშვილს თავში რკინის საგანი ჩაარტყა. გეგეშიძე დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ გეგეშიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
დათუნაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს სახელით იქამდე არ იასპარეზებდა, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტი იქნებოდა.
გეგეშიძე 2020 წლის 6 დეკემბერს კი გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს, ხოლო დათუნაშვილმა სერბეთის სახელით გააგრძელა ასპარეზობა.