მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს საპროტესტო აქციები დაანონსა, რომელიც 16:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ერთი საათის განმავალობაში გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, 23 მაისს დედაქალაქში მასშატაბური აქცია გაიმართება.
“დღეს იქნება ერთსაათიანი პიკეტირება 18 ქალაქში, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, ეს იქნება გამაფრთხილებელი მესიჯი ხელისუფლებისთვის და 23 მაისის აქციამდე ამ ნაბიჯებით მივალთ, შემდეგ უკვე დამაგვირგვინებელი აქცია ჩატარდება დედაქალაქში და შედეგებსაც მიმდინარედ დაველოდებით. არ დავიშლებით, სანამ შედეგებს არ მივიღებთ.
არცერთი პროცესზე ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ ვითხოვდით კატეგორიულად ამ პირობების შესრულებას, რომ ნდობა გაჩნდეს იმისა, რომ გადავინაცვლებთ კონსტრუქციულ რეჟიმში. თუ ეს პირობები არ შესრულდა, რა გარანტია გვაქვს, რომ შემდეგ ჯერზე რამე რეზულტატი გვექნება. ჩვენ კი არ ვვაჭრობთ ხელისუფლებასთან, გვაინტერსებს ამ ხალხს შეუძლია თუ არა გადაადგილება ნამოხვანისკენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ვარლამ გოლეთიანმა ინფორმაცია გაავრცელა იმ ქალაქების შესახებ, სადაც დღეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები იმართება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ნამოხმანჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ნამოხვანჰესის მოწინაღმდგეები მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გოლეთიანმა, განაცხადა, რომ შეინიშნებოდა დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებთ, რომ მთავრობამ დაიწყო საუბარი ჰესის შესაძლო არაშენებაზე.
პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ
ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი. ნამახვანი ჰესის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება და აშენებს კომპანია ენკა რინიუებლზ მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია ენკა ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული კომპანია.
პროტესტი
2021 წლის 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და თქვა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები. სწორედ ამ განცხადების შემდგომ დაიწყეს გამოსლვლები კარვებში მყოფმა პროტესტანტებმა.
11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში აქტივისტებს კარვები დაუშალეს, მიზეზად კი უაფრთხოება მოიყვანეს. იქ მყოფი პროტესტანტები ამბობდნენ, რომ პოლიციამ კარვებში ალკოჰოლი შეიტანა. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ. სწორედ კარვების აღების შემდეგ პოლიციამ ნამახვანისკენ გზა ჩაკეტა
მეორე დღეს გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, – პროტესტანტებს აღმართული დახვდათ საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა, ასევე, პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ კარვების აშლის შემდეგ დილას, 12 აპრილს, — როდესაც აქციამ გუმათჰესთან გადაინაცვლა და ნამოხვანში დემონსტრანტები არ იყვნენ, — საბანაკე ადგილი კომპანიის ტრაქტორებმა გადახნეს.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილს ქუთაისში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, ღამე კი პროტესტის ნიშნად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს.
მოლაპარაკება მთავრობასთან
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ, შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
ნამოხვანჰესისი მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება ნაწილობრივ უკვე შესრულდა. სოფელ გუმათში აღმართული რკინის კედლის ნაწილი პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა ჯებირები ადგილზე ისევ რჩება.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მათი მოთხოვნები სრულად შესრულდება.