დასჯილმა სასულიერო პირებმა მიტროპოლიტ სტეფანეს მოუწოდეს ეკლესიაში აღარ მისულიყო, რადგან მათივე თქმით, ეკლესიაში “ომია” და მისი გამოჩენა სიტუაციას მხოლოდ ამწვავებს. რაზეც მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ვინც ამბობს სისხლისღვრა იქნება პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ის ტერაქტს ამზადებს.
“ვინც აბობს, რომ მოხდება დაპირისპირება და სისხლის ღვრა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გასცეს პასუხი, ვინც ამით არის დაინტერესებული. ესეიგი, იმან იცის, რომ ტერაქტი მზადდება და მას უნდა ჰკითხოთ, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, რომ ვიღაც მოდის იქ საჩხუბრად”, – უპასუხა მიტროპოლიტმა დასჯილ სასულიერო პირებს.
ამის შემდეგ, მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამბოხებულთა საქმის გამოსაძიებლად შს სამინისტროს მიმართავს:
“ამის თქმით, ან თვითონ ამზადებს ტერაქტს, ან კიდევ მან იცის, რომ ტერაქტი მზადდება. მე წირვას ვატარებ, არ ვარ გამომძიებელი, როდესაც ამბობენ, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელია. ამაზე მე მათ თავისთავად მივმართავ. მე არ მივდივარ იმ გზით, რომ ვინმეს დავუპირისპირდე,” – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა.