ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში გამოჩნდნენ და ისინი სოფლის მინდვრებში ხნულები ავლებენ.
“ჩვენი საპატრულო მეორე ჯგუფი გვატყობინებს, რომ სოფელ ტახტისძირში ოკუპანტები გამოჩნდნენ ტრაქტორით, ჯერ სამუშაობი არ დაუწყიათ, თუმცა, ასევე გვაწვდიან ინფორმაციას, რომ შესაძლებელია ოკუპანტები უკვე სოფელს მოადგენენ”, – განაცხადა დავით ქაცარავამ ფეისბუქ ლაივის დროს.
როგორც მეტრონომს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, გუშინ, 23 აპრილს სოფელ ტახტისძირში ოკუპანტები ხნულებს ავლებდნენ.
“დღეს ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა, არ გამოვრციხავთ, რომ დღის განმავლობაში გააგრძელონ ეს სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – უთხრეს მეტრონომს სუს-ში.