ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნამოხვანჰესის მშენებლობზე მთავრობამ მორატორიუმი გამოაცხადა

“ნამოხვანჰეისის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება”, – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ნამოხმანჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერმინისტრის დავალებით, კომპანია ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი ნამოხვანჰესის გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. განცხადების მიხედვით, მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

იტვირთბა....