ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მთავრობა: ნამოხვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ნამოხმანჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნამოხვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას.

“ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იტვირთბა....