თელასის განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
მეტრონომი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სხვადასხვა სამუშაოების გამო 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
სამგორის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადასთვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც თელასმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.