მალარიის ვაქცინა 77 %-იანი ეფექტურობით უკვე დამტკიცდა და პირველი საცდელი ეტაპი გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.
მალარია წელიწადში 400 000 ადამიანს კლავს, განსაკუთრებით ბავშვებს აფრიკის რეგიონში.
მეცნიერების თქმით ვაქცინას ექნება გადამწყვეტი როლი მოწყვლადი რეგიონის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაზე.
პირველადი კვლევა, აფრიკის რესპუბლიკა ბურკინა ფასოში 450 ბავშვზე ჩატარდა. ვაქცინამ აჩვენა მაღალი მაღალი დონის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
დასკვნების განსამტკიცებლად, ხუთი თვიდან სამ წლამდე ასაკის 5000-მდე ბავშვში, გაფართოებული კვლევები აფრიკის კიდევ ოთხ ქვეყანაში ჩატარდება.