ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატიანი: ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა დღის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდინფექცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

“ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. დღეისათვის, ფაქტობრივად, არც ერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში,” – თქვა ლევან რატიანმა.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში  კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....