[su_quote]მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ. კი, ნამდვილად მცირეა მსოფლიოს ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი, თუმცა ეს ჩემი სამშობლოა. რაიან გიგზი მხოლოდ უელსში თამაშობდა და არ უთამაშია საერთაშორისო ტურნირებზე, თუმცა შემდეგ მოვიდა გარეტ ბეილი და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. ყველას თავისი გზა აქვს[/su_quote]
რუსულ მედიასთან ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ჟურნალისტი ფეხბურთელს ეკითხება, მიწვევის შემთხვევაში ითამაშებს თუ არა რუსეთის ნაკრებში.