ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატიანი კავსაძეზე: დინამიკა უარყოფითი გვაქვს, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

“ამ წუთში ბატონი კახის მდგომარეობა, ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მაგრამ მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება,” – ამის შესახებ ლევან რატიანმა დღის კურიერში განაცხადა.

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თსსუ-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

იტვირთბა....