ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ტექნოლოგია

მარსზე საფრენმა აპარატმა მეორე საცდელი ფრენაც წარმატებით შეასრულა

ნასას მინი ვერტმფრენმა ინჯენუიტიმ მარსზე მეორე საცდელი ფრენაც წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ ნასას ოფიციალური საიტი იტყობინება.

ინჯენუიტიმ პირველად 19 აპრილს განახორციელა ფრენა და 3 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.ჰაერში მცირე დროით გაჩერდა და ისევ დაეშვა. ეს იყო ისტორიაში პირველი კონტროლირებადი ფრენა სხვა პლანეტაზე.

ნასას ვერტმფრენმა მეორე ფრენის დროს კი უკვე 5 მეტრზე აფრინდა და შემდეგ გვერდულად იფრინა 2 მეტრი. მასზე დამაგრებულმა კამერებმა სავარაუდოდ მარსის ფერადი ფოტოები გადაიღო, რომელსაც ნასა მალე მიიღებს დაგაავრცელებს.

მარსის ატმოსფეროში საფრენი აპარატის მართვა ბევრად რთულია, ვიდრე დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ მარსზე მიზიდულობა დედამიწის დაახლოებით ერთი მესამედის ტოლია, ატმოსფეროს სიმკვრივე განსხვავებულია და ნალებია, ამიტომ საფრენ აპარატს, უფრო მეტი დატვირთვა ადგება.

იტვირთბა....